oip_uno.imedil.ge
Open in
urlscan Pro
5.152.122.182
Public Scan
Submitted URL: http://oip_uno.imedil.ge/
Effective URL: https://oip_uno.imedil.ge/
Submission: On December 01 via api from US — Scanned from DE
Effective URL: https://oip_uno.imedil.ge/
Submission: On December 01 via api from US — Scanned from DE
Form analysis
0 forms found in the DOMText Content
You need to enable JavaScript to run this app. ᲨᲔᲘᲫᲘᲜᲔ ᲨᲔᲜᲖᲔ ᲛᲝᲠᲒᲔᲑᲣᲚᲘ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲘᲜᲓᲘᲕᲘᲓᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲐ ᲜᲐᲮᲔᲕᲐᲠ ᲤᲐᲡᲐᲓ ან ონლაინ შეძენა მოითხოვე ზარი გაქვს უკვე უნო/უნო+ დაზღვევა? გადახდა რისგან შედგება უნო და უნო+ ? უნო პოლისი 2 ნაწილისგან შედგება: ძირითადი და არჩევითი. ძირითადში შედის ის სერვისები, რომლებიც აუცილებელია შენი და შენთვის საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ესენია, 24 საათიანი სატელეფონო მომსახურება, სასწრაფოს მომსახურება, ჰოსპიტალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, პროფილაქტიკური კვლევები, მედიკამენტები და სტომატოლოგია. არჩევითი სერვისები საშუალებას გაძლევს ჯანმრთელობის დაზღვევა კიდევ უფრო მეტად გახდეს შენზე მორგებული. პერსონალური მენეჯერის სერვისის დამატებით შეძლებ დაზოგო დრო და დაზღვევა უფრო კომფორტული და სწრაფი გახადო. ხოლო მეგალაბის 50%-იანი ფასდაკლების სერვისის არჩევით შეძლებ ულიმიტოდ, მიმართვისა და გამონაკლისების გარეშე, ნახევარ ფასად ჩაიტარო ლაბორატორიული კვლევები. აგრეთვე, შესაძლებლობა გაქვს ისარგებლო ფიზიოთერაპიისა და ლაზეროთერაპიის სერვისით 50%-იანი ფასდაკლებით, პერსონალური ექიმის მიმართვის საფუძველზე, კონკრეტულ პროვაიდერ კლინიკებში. გაინტერესებს როგორ გახადო დაზღვევა შენზე მორგებული? 1 გაეცანი სამედიცინო დაფარვებს, შეადარე და აირჩიე საშენო ვერსია პოლისის დეტალები 2 დამატებითი სერვისებიდან აირჩიე შენთვის სასურველი 3 შეიძინე ონლაინ 2 წუთში შეძენა მოითხოვე ზარი ᲒᲐᲘᲒᲔ ᲛᲔᲢᲘ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲘᲜᲓᲘᲕᲘᲓᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘ? ნებისმიერი ადამიანისთვის 0-60 წლამდე, ვისაც სურს ისარგებლოს საიმედო ჯანმრთელობის დაზღვევით, მაგალითად: * თუ ხარ თვითდასაქმებული სხვადასხვა სექტორში, Freelancer, აგრო მეწარმე ან სხვა; * თუ ხარ დასაქმებული პირი და არ გაქვს კორპორატიული დაზღვევა; * თუ ხარ დასაქმებული პირი, გაქვს კორპორატიული დაზღვევა, თუმცა გსურს უკეთესი პირობებით სარგებლობა; * თუ გსურს დაზღვევა შეიძინო შენთვის ძვირფასი ადაიანისთვის: შვილისთვის/მეუღლისთვის/მშობლებისთვის ან სხვა. ᲠᲐᲨᲘ ᲓᲐᲛᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲐ ᲣᲜᲝ ᲓᲐ ᲣᲜᲝ+? დაზღვევა საშუალებას გაძლევს მშვიდად იგრძნო თავი. გეხმარება, მზად დახვდე მოულოდნელ უსიამოვნებებს და თავი დაიცვა ზედმეტი გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯისგან. უნო/უნო+ დაზღვევა დაგეხმარება მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მაღალი თანაგადახდით და იცხოვრო მშვიდად. შენზე მორგებული ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა უნო და უნო+ გთავაზობს: * სამედიცინო ხარჯების დაფარვას - პროდუქტში შემავალი სერვისების საშუალებით სრულიად უფასოდ და ულიმიტოდ მიიღებ ჩვენი გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ოჯახის ექიმების მომსახურებას, შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში 100%-ით დაგიფინანსდება გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება, მოცდის პერიოდის შემდეგ კი, შესაბამისი პაკეტის ფარგლებში, 80-100% -ინი დაფარვით მიიღებ გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებას, მნიშვნელოვანი თანაგადახდით შეიძენ მედიკამენტებს პროვაიდერ სააფთიაქო ქსელებში, ჩაიტარებ პროფილაქტიკურ კვლევებს წამყვან ლაბორატორიებში, როგორიცაა: სინევო, მრჩეველი, მეგალაბი (სერვისის დამატების შემთხვევაში), საჭიროების შემთხვევაში ულიმიტოდ ისარგებლებ წამყვანი სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით და სხვა დამატებითი სერვისებით, რომლებიც დაგეხმარება ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ცხოვრების გაუმჯობესებაში. * პრევენციული მკურნალობა - შენ, როგორც უნო/უნო+ დაზღვევით მოსარგებლეს, საშუალება გექნება წელიწადში ერთხელ უფასოდ ჩაიტარო სადაზღვევო პროდუქტში შემავალი სერვისების შესაბამისი გეგმიური პროფილაქტიკური კვლევები და ადრეულ ეტაპზევე დაგეგმო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საჭირო ნაბიჯები. პროფილაქტიკური კვლევები მოიცავს: პერსონალური ექიმის კონსულტაციას, სისხლის საერთო ანალიზს, შარდის საერთო ანალიზს, ე.კ.გ.-ს, გლუკოზის დონის განსაზღვრას სისხლში, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიასა დათირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრას სისხლში. * პროვაიდერი კლინიკების ფართო არჩევანი - იმედი L თანამშრომლობს წამყვან პროვაიდერ კლინიკებთან როგორც თბილისის,ასევე რეგიონების მასშტაბით. ჰოსპიტალური და ამბულატორიული მიმართულებით გვემსახურება 100-მდე პროვაიდერი კლინიკა. რეგიონებისა და პროვაიდერი კლინიკების ჩამონათვალი შეგიძლია იხილო ბმულზე * სტომატოლოგიური მომსახურება - უნო/უნო+ დაზღვევის შეძენის შემთხვევაში მოგემსახურება 60-ზე მეტი წამყვანი სტომატოლოგიური პროვაიდერი კლინიკა თბილისსა და შემდეგ რეგიონებში: ბათუმი, ოზურგეთი, ქუთაისი, თელავი, ფოთი, ზუგდიდი, ახალციხე, რუსთავი, გორი. * ფინანსურ სტაბილურობასა და სიმშვიდეს - დაზღვევა აგარიდებს მოულოდნელ სამედიცინო ხარჯებს, რომლის გაწევასაც შეიძლება გამოეწვია შენი და შენი ოჯახის ფინანსური არასტაბილურობა. ჯანმრთელობის დაზღვევას შეუძლია დაგიფაროს დიდი წილი ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია ავადობასა და ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებასთან. როცა იცი, რომ შეგიძლია მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და დაცული ხარ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან, ყოველივე ეს უზრუნველყოფს შენს სულიერ სიმშვიდეს და სტაბილურობას. * განსაკუთრებული პირობები - უნო/უნო+ დაზღვევით სარგებლობა შესაძლებელია პროვაიდერ კლინიკებში, თუმცა იმისათვის, რომ პროდუქტი მეტად იყოს შენზე მორგებული, საშუალებას გაძლევთ ოჯახის ექიმის მიმართვით, 50%-მდე დაფინანსებით, კონკრეტული ლიმიტის ფარგლებში, მიიღო სამედიცინო მომსახურება შენთვის სასურველ ნებისმიერ კლინიკაში. აგრეთვე, ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე, მედიკამენტებზე მიიღებ 55%-მდე ფასდაკლებას კონკრეტული პროდუქტის ლიმიტის ფარგლებში. ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲐ ᲞᲠᲝᲕᲐᲘᲓᲔᲠᲘ ᲙᲚᲘᲜᲘᲙᲔᲑᲘ? იხილე ბმული ᲠᲐ ᲑᲔᲜᲔᲤᲘᲢᲔᲑᲘᲗ ᲕᲘᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲔᲑ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲣᲜᲝ ᲓᲐ ᲣᲜᲝ+ ᲓᲐᲖᲦᲕᲔᲣᲚᲘ? იხილე ბმული ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲘᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲡᲐᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲝ ᲓᲐᲤᲐᲠᲕᲔᲑᲘᲗ? ᲒᲔᲒᲛᲘᲣᲠᲘ ᲐᲛᲑᲣᲚᲐᲢᲝᲠᲘᲘᲡᲐᲡ: ოჯახის ექიმი სამედიცინო ჩვენებისას გასცემს მიმართვას დამატებითი კონსულტაციების და/ან გამოკვლევების ჩასატარებლად. ᲛᲔᲓᲘᲙᲐᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲔᲜᲐᲓ: ოჯახის ექიმი დაგინიშნავს საჭირო მედიკამენტს ან გამოწერს საგარანტიო წერილს. საგარანტიო წერილის გამოყენება შესაძლებელია პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში. ᲞᲠᲝᲤᲘᲚᲐᲥᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲔᲑᲘᲡᲐᲡ: ოჯახის ექიმი, გასცემს მიმართვას პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად პროვაიდერ კლინიკებში. აღნიშნული მომსახურებები ანაზღაურდება მხოლოდ ოჯახის ექიმის მიმართვით. ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲕᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲝ ᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲘᲡ ᲨᲔᲫᲔᲜᲐᲛᲓᲔ? პრემიის ყოველთვიურად გადახდის არჩევის შემთხვევაში, თანხა ავტომატურად არ ჩამოგეჭრება. მნიშვნელოვანია, ვებ-გვერდზე დააჭირო ღილაკს ‘’გადახდა’’ და მიჰყვე მარტივ ინსტრუქციას ან გადაიხადო ინტერნეტ/მობაილ ბანკით. გაითვალისწინე, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერი კერძო დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, ვერ ისარგებლებ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტული პაკეტით. კერძო დაზღვევის გაუქმების შემთხვევაში, ანალოგიური პირობა გავრცელდება 6 თვის განმავლობაში.