gijmaj.wordpress.com
Open in
urlscan Pro
192.0.78.12
Public Scan
Submitted URL: http://gijmaj.files.wordpress.com/
Effective URL: https://gijmaj.wordpress.com/
Submission: On March 09 via api from US — Scanned from DE
Effective URL: https://gijmaj.wordpress.com/
Submission: On March 09 via api from US — Scanned from DE
Form analysis
5 forms found in the DOMGET #

<fieldset>

Search

GO
</fieldset>

POST https://subscribe.wordpress.com

Enter your email address to subscribe to this blog and receive notifications of new posts by email.

Email Address:

Subscribe

GET https://gijmaj.wordpress.com/

Search for:

POST https://subscribe.wordpress.com

Join 186 other subscribers

Sign me up

Write a Comment...
<textarea name="comment" class="jp-carousel-comment-form-field jp-carousel-comment-form-textarea" id="jp-carousel-comment-form-comment-field" placeholder="Write a Comment..."></textarea>

<fieldset>
Email (Required)

</fieldset>
<fieldset>
Name (Required)

</fieldset>
<fieldset>
Website

</fieldset>

Text Content
GIJMAJ-PRESS ᲑᲚᲝᲒᲖᲔ ᲒᲐᲜᲗᲐᲕᲡᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲐᲡᲐᲚᲔᲑᲘ ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲡ ᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲐᲐ ᲓᲐ ᲜᲔᲑᲘᲡᲛᲘᲔᲠᲘ ᲞᲝᲡᲢᲘᲡ ᲓᲐᲙᲝᲞᲘᲠᲔᲑᲐ ᲐᲙᲠᲫᲐᲚᲣᲚᲘᲐ ᲜᲔᲑᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲨᲔ! MAIN MENU Skip to content * Home * Tests * კონტაქტი * მკითხველის გვერდი * სასარგებლო ბმულები Search GO ᲜᲣ ᲘᲞᲐᲠᲐᲕᲗ ᲞᲝᲡᲢᲔᲑᲡ!!! i 10 Votes 4 წელზე მეტია ათასობით ადამიანი უფასოდ სარგებლობს იმ რესურსით, რომელსაც საკუთარი დროისა და ენერგიის ფასად ვქმნი და ამ ბლოგზე ვაქვეყნებ. ერთადერთი, რასაც ვითხოვ – საავტორო უფლებების დაცვაა! სანამ რაიმე ინფორმაციას, ან თუნდაც ფრაზის გადატანას გადაწყვეტთ საკუთარ საიტზე, ითხოვეთ ნებართვა!!!! არსებობს კონტაქტის ფორმა, არსებობს კომენტარები, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი – gijmaj.press@gmail.com. მომწერეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები (1) ინფორმაცია დავხურო და (2) პასუხისგებაში მივცე კანონდამრღვევი! ამით (მატერიალურად) დაზარალდებით თქვენ და ასევე ბევრი მომხმარებელიც, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს რესურსები! SHARE THIS: * Reddit * Facebook * Twitter * LinkedIn * Email * Tumblr * Pinterest * Like Loading... * Posted in ადანდალი * 2 Comments December 11, 2023 ᲡᲐᲛᲝᲢᲘᲕᲐᲪᲘᲝ ᲬᲔᲠᲘᲚᲘ ᲡᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ i 1 Votes ეს ბლოგი ძირითადად სამსახურისთვის განკუთვნილ სამოტივაციო წერილს ეხება. იგულისხმება, რომ მას ამზადებთ კარგი ორგანიზაციისთვის და არა ფეხებზემკიდია დამსაქმებლისთვის, რომლებიც მრავლად არიან ქართული შრომის ბაზარზე. სამოტივაციო წერილით დამსაქმებელს უნდა დაუმტკიცოთ, რომ ამ კონკრეტული სამუშაოს შესრულება შეგიძილიათ. ამისათვის ინტერნეტიდან შაბლონის დაკოპირებაზე მეტი უნდა გააკეთოთ. სამსახურისთვის განკუთვნილ სამოტივაციო წერილში უნდა მოახდინოთ ვაკანსიისთვის საჭირო რამდენიმე ძირითადი უნარ-ჩვევის გამოკვეთა. ამისათვის მათი უბრალოდ ჩამოთვლა არ კმარა, საჭიროა კონკრეტული მაგალითის მოყვანა. მაგალითად, იმის მაგივრად რომ დაწეროთ “მაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი”, უმჯობესია აღწეროთ კონკრეტული შემთხვევა თუ როგორ დაგეხმარათ ეს უნარი თქვენი მიზნების მისაღწევად: ეფექტურად გაკეთებული პრეზენტაციის საშუალებით მოიპოვეთ X შეკვეთა; ან დაამყარეთ კავშირი X პარტნიორთან; ან მოიზიდეთ X დონორი/დაფინანსება. ან ნებისმიერი სხვა რელევანტური და, რაც მთავარია, რეალური მაგალითი. ეს იმ შემთხვევაშცაა საჭირო, როდესაც ახალ სფეროში აპირებთ მუშაობის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალ პროფესიას შეიძლება ერთი შეხედვით საერთო არაფერი ჰქოდეს ძველთან, მაინც შესაძლებელია ასეთი ქეისების პოვნა და წარმოჩენა: ნებისმიერ სფეროშია გუნდური მუშაობა, სხვების ტრენინგი ან შესაძლებლობების განვითარება; მენეჯმენტის ელემენტები და ა.შ. მაგალითად, თუ ხართ მზარეული და გსურთ საკონსულტაციო საქმიანობის დაწყება, პოტენციურ დამსაქმებლისთვის შეიძლება აღწეროთ თუ როგორ უზრუნველყოფდით გუნდის წარმატებულად მუშაობას, ან როგორ ურთიერთობდით კლიენტებთან წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. ეს უნივერსალური უნარებია, რომლებმაც შეიძლება ახალი ინდუსტრიის კარი გაგიღონ. რაც შეეხება სტრუქტურას – სამოტივაციო წერილის შესახებ წინა ბლოგებშიც არაერთხელ დავწერე ამის შესახებ. ეს უნდა იყოს კონკრეტული, მოკლე, ადვილად აღსაქმელი ნაწერი. პუნქტობრივი წერილი (ე.წ. bullet point) სხვა სამოტივაციოებისგან გამოარჩევს. იგი ვიზუალურადაც უკეთესად აღიქმება და უფრო მოკლედ (ანუ სწრაფად წასაკითხად) გამოჩნდება. ამ პუნქტებმა უნდა გამოკვეთონ მნიშვნელოვანი საკითხები – კონკრეტული ორგანიზაციის ღირებულებები, მამოძრავებელი პრინციპები. სამოტივაციო წერილი უნდა “ლაპარაკობდეს” ამ ორგანიზაციის “ენაზე”: ამგვარად ისინი დაინახავენ რამდენად ძლიერ ხარ დაინტერესებული მათთან თანამშრომლობით და ამას დააფასებენ. ტექნიკური ენით დაწერილ სამოტივაციო წერილს ვერავინ გაიგებს და ეს ძალიან ცუდი იქნება. როგორ გავიგოთ ორგანიზაციის “ენა”? – უნდა დაგუგლოთ ორგანიზაცია და მის ვებგვერდზე იპოვოთ “ღირებულებები”. წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რა ღირებულებების მატარებელი არიან. კონკრეტულად რას გულისხმობენ ამ ღირებულებებში, როგორ ესმით ესენი ამ ორგანიზაციაში. იმიტომ რომ ყველა ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს ერთი და იმავე ცნების თავისებური გაგება. წერილობით გაცხადებული ღირებულებების გარდა, კარგი ორგანიზაცია მათ წარმოჩენას ახერხებს მრავალფეროვანი საშუალებებით: სამუშაო კულტურით დაწყებული, პოსტერებით, ჭიქებით, ოფისის სხვადასხვა აქსესუარებით დამთავრებული. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ღირებულებების იდენტიფიცირება და სამოტივაციო წერილში წარმოჩენა. ეს დიდებული შესაძლებლობაა იმისთვის რომ კომპანიას დაუმტკიცოთ რამდენად გულწრფელად ხართ მათით დაინტერესებული. კი, ამ ყველაფრის მოძიება, გააზრება, ინდივიდუალური ვაკანსიის და ორგანიზაციის თავისებურებების გათვალისწინება ყოველი სამოტივაციო წერილის წერისას შრომატევადია. მაგრამ ღირს. ზოგადი სამოტივაციო წერილი (აი ისეთი, ყველგან რომ აგზავნიან რედაქტირების გარეშე) ჯერ ერთი, დიდი უპატივცემულობაა და მერე – არაპროდუქტიულია. შესაბამისად, უშედეგო იქნება. ორგანიზაციას კონკრეტული მაგალითებით უნდა დაანახოთ, როგორ შეესაბამებით მათ ღირებულებებს. დიახ, ამ დახარჯული ძალისხმევის შედეგად სასურველ პოზიციაზე უფრო სწრაფად მოხვდებით ვიდრე ტრაფარეტული ფრაზებით შედგენილი წერილით. წარმატებას გისურვებთ SHARE THIS: * Reddit * Facebook * Twitter * LinkedIn * Email * Tumblr * Pinterest * Like Loading... * Posted in წარმატების გასაღები * Tagged სამოტივაციო წერილი, სამოტივაციო წერილის ნიმუში, სამსახურის დაწყება, სწავლა საზღვარგარეთ * Leave a comment September 10, 2023 ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲐᲣᲓᲘᲝ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ i 1 Votes არსებობს თუ არა ქართული აუდიო წიგნები? რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა არ ისე ბევრი, როგორც, მაგალითად, ინგლისურ ენაზე. აუდიო წიგნი კარგი მეგობარია მათთვის ვისაც უჭირს ან არ შეუძლია კითხვა. აუდიო წიგნების მოსმენა შეიძლება მგზავრობისას ან წყნარი საქმის კეთებისას. ან უბრალოდ მაშინ, როცა მოგინდება ამისათვის მხოლოდ მობილური ტელეფონი, კომპიუტერი ან სხვა აუდიო მოწყობილობაა საჭირო. და ინტერნეტიც – თუ ონლაინ მოსმენას აპირებთ. ქართული აუდიოწიგნების კატალოგი (ჯერჯერობით) მწირია, თუმცა სხვადასხვა პროექტის ან მოხალისე-გამხმოვანებლების ძალისხმევით ნელ-ნელა იზრდება. მათი უმეტესობა ფასიანია და ქართული ელექტრონული წამკითხველის – საბას აპლიკაციით არის ხელმისაწვდომი. თუმცა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლოთათვის საბას აუდიოწიგნებით სარგებლობა უფასოა. 286 ფასიანი აუდიოწიგნი დევს გუდას და პალიტრა ლ-ის საიტებზე. ეს იდენტური კატალოგია, მომხმარებელზეა დამოკიდებული სად გადაწყვეტს მათ შეძენას. აუდიოწიგნების უფასო რესურსებიც მრავალფეროვანია: Continue reading → SHARE THIS: * Reddit * Facebook * Twitter * LinkedIn * Email * Tumblr * Pinterest * Like Loading... * Posted in Litera * Tagged აუდიო წიგნები, უფასი ქართული აუდიო წიგნები, უფასო აუდიო წიგნები, ქართული აუდიო წიგნები * Leave a comment July 30, 2023 ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲐᲣᲛᲯᲝᲑᲔᲡᲝᲗ CV i 1 Votes თუ გჭირდებათ დახმარება: * სამოტივაციო წერილის დაწერაში * CV შედგენაში * სარეკომენდაციო წერილის დაწერაში * უნივერსიტეტის ან სხვა სასწავლო პროგრამის შერჩევაში * საუნივერსიტეტო აპლიკაციის შევსებაში ან სხვა დოკუმენტის შედგენაში დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591077488 მომსახურება იქნება ფასიანი კარიერის შეცვლა რომ გინდა და “კეთილისმსურველები” გეუბნებიან – “ეგ ვერ გამოგივა”, “შეუძლებელია”, და მაინც ძალიან გინდა რაღაც ახლის დაწყება, რა უნდა გააკეთო? – მოუსმინო და დანებდე? საკუთარ მიზნებზე უარი თქვა? ეს პროფესიული ჰარაკირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ! აუცილებელია CV გააუმჯობესო და საქმეს შეუდგე! ანუ ამ გაუმჯობესებული CV-ით და დიდი მოტივაციით მიმართო იმ ორგანიზაციებს, სადაც შენი ახალი ინტერესთა სფეროა! Continue reading → SHARE THIS: * Reddit * Facebook * Twitter * LinkedIn * Email * Tumblr * Pinterest * Like Loading... * Posted in სწავლა საზღვარგარეთ * Tagged განათლების დაფინანსება, გაცვლითი პროგრამა, მაგისტრატურა ამერიკაში, მაგისტრატურა საზღვარგარეთ, როგორ დავწეროთ CV, როგორ მოვიპოვოთ სტიპენდია, სტიპენდია, სტიპენდია ბრიტანეთში, სწავლა ბრიტანეთში, სწავლა პოლონეთში, სწავლა საზღვარგარეთ, უნივერსიტეტი * Leave a comment July 24, 2020 ᲡᲢᲘᲞᲔᲜᲓᲘᲔᲑᲘᲡ ᲙᲐᲢᲐᲚᲝᲒᲘ. ᲜᲐᲬᲘᲚᲘ 2 i 2 Votes თუ გჭირდებათ დახმარება: * სამოტივაციო წერილის დაწერაში * CV შედგენაში * სარეკომენდაციო წერილის დაწერაში * უნივერსიტეტის ან სხვა სასწავლო პროგრამის შერჩევაში * საუნივერსიტეტო აპლიკაციის შევსებაში ან სხვა დოკუმენტის შედგენაში დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591077488 მომსახურება იქნება ფასიანი ———————- კატალოგის მეორე ნაწილი მოიცავს ინფორმაციას (ძირითადად) ევროპაში არსებული სტიპენდიების შესახებ. კატალოგში ინფორმაციის დამატება ან შეცვლა აღარ მოხდება. თუ დროთა განმავლობაში რომელიმე ლინკი აღარ იმუშავებს, დაგუგლეთ სტიპენდიის სახელი და ამგვარად გადადით მის დეტალებზე. წარმატებას გისურვებთ. სარჩევი: 1. The University of Melbourne, Graduate Research Scholarships (კვლევითი მაგისტრატურა ან დოქტორანტურა. ავსტრალია) 2. თურქეთის მთავრობის სტიპენდიები 3. MALAYSIAN INTERNATIONAL SCHOLARSHIP (MIS) (მაგისტრატურა, დოქტორანტურა. მალაიზია) 4. Visby Programme scholarships for master’s level studies (შვედეთი) 5. სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდია (დოქტორანტურის სტუდენტები, არტისტები, უნივერსიტეტის ლექტორები, მკვლევარები. სლოვაკეთი) 6. საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია ბუნდესტაგში (გერმანია) 7. ესტონეთის დიპლომატიური სკოლა 8. განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ადმინისტრირებული სასტიპენდიო პროგრამები (სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო, კვალიფიკაციის ამაღლება, ფულბრაიტი, მაგისტრატურა საფრანგეთში, უნგრეთში) 9. Monash International Merit Scholarship (ავსტრალია) 10. ბოლონიის უნივერსიტეტის სტიპენდიები საერთაშორისო სტუნდენტებისთვის (იტალია) 11. ბმულები სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამებზე (ეიფელის სტიპენდია საფრანგეთში, როტარის სტიპენდიები სხვადასხვა ქვეყნებში, აირექსი და სხვა სასარგებლო საიტები). THE UNIVERSITY OF MELBOURNE, GRADUATE RESEARCH SCHOLARSHIPS მელბურნის უნივერსიტეტი გასცემს სტიპენდიებს სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ კვლევით მაგისტრატურაზე (Masters by Research) ან დოქტორანტურაზე. სტიპენდია აფინანსებს სწავლის გადასახადს და საცხოვრებელ ხარჯებს. განაცხადის შეტანის დედლაინი: 31 ოქტომბერი. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს. SHARE THIS: * Reddit * Facebook * Twitter * LinkedIn * Email * Tumblr * Pinterest * Like Loading... Pages: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 * Posted in სწავლა საზღვარგარეთ * Tagged გაცვლითი პროგრამა, როგორ მოვიპოვოთ სტიპენდია, სტიპენდია, სტიპენდია ბრიტანეთში, სტიპენდია გერმანიაში, სტიპენდია დოქტორანტურისთვის, სტიპენდია თურქეთში, სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ, სწავლის დაფინანსება * Leave a comment June 17, 2020 ᲤᲔᲮᲡᲐᲪᲛᲚᲘᲡ ᲛᲐᲦᲐᲖᲘᲔᲑᲘ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ i 1 Votes ახალი ფეხსაცმელი რომ გჭირდება და არ გინდა ქალაქში ბევრი იბოდიალო მის საძებნელად, რა უნდა ქნა? რა თქმა უნდა, ონლაინ უნდა აარჩიო. თბილისში ნებისმიერი სტილის, ფასის, სეზონის ფეხსაცმლის მოძებნა შეიძლება, და მხოლოდ მაღაზიების ნაწილს აქვს ვებსაიტები საძიებო სისტემებით, ან ფეისბუქის გვერდები სადაც პერიოდულად დებენ ახალ პროდუქტებს. თავის დროზე, ყველა მაღაზიაში შეხედვა და ყველა მოდელის სათითაოდ დათვალიერების დრო რომ არ მქონდა, სასურველი ფეხსაცმლის შესარჩევად ონლაინ ძებნა მომიწია. მაღაზიების ეს ჩამონათვალიც მაშინ გავაკეთე. იმედია, დაგეხმარებათ მოხერხებული და ხელმისაწვდომი ფეხსაცმლის პოვნაში. Archevani.ge – შეგიძლიათ შეიძინოთ ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელები ადამიანურ ფასებში. თუმცა საიტზე მოცემული ზოგიერთი მოდელი შეიძლება მაღაზიაში აღარ დაგხვდეთ. Dressup.ge – მსოფლიო ბრენდების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენითვის სასურველი მოდელი/ზომა და ნახოთ რომელ მაღაზიაშია. მაღაზიები განთავსებულია თბილისის მოლებსა და ცენტრალურ უბნებში. ქსელში არის Levis, Lee, Mavi, Guess, Wrangler, Adidas და სხვა ბრენდების ორიგინალი პროდუქცია. მაღაზიების ჩამონათვალი მოცემულია მათ ვებსაიტზე. Rainbow – საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელი შეგიძლიათ შეიძინოთ პეკინისა ქუჩაზე და ვაგზალზე, კიდობანში მდებარე მაღაზიებში. ასევე შეგიძლიათ შეკვეთით დაამზადებინოთ სასურველი ზომის/დიზაინის ფეხსაცმელი. პეკინის ფილიალის მენეჯერი მზად იყო ფეხსაცმლის შეკვეთის მისაღებად. იმედია პოსტის გამოქვეყნების დროისთვის ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. Paradisi.ge – მიუხედავად იმისა, რომ “ზრდადობისა” და “კლებადობის” მნიშვნელობები უკუღმა ესმით, მაინც ღირს შეხედვა სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების სანახავად. აქ წარმოდგენილია Armani EA7, New Balance, Trespass ბრენდები. Icrshop.ge – აერთიანებს რამდენიმე მაღაზიას: Geox, Ecco, Bata, Bambino, Corso Italia, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა. საიტზე შესაძლებელია მრავალფეროვანი ძებნა (მაღაზიის, ზომის, სქესის, სტილის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით), თუმცა არ აჩვენებს კონკრეტული მოდელი რომელ კონკრეტულ ფილიალშია. Mantis.ge – სპორტული ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და აქსესუარები ქალებისთვის, მამაკაცებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ფეხსაცმელებთან მოცემულია ზომების ცხრილი (ევროპული, ამერიკული, ქართული ზომები). Hippo.ge – მოთმინება თუ გეყოფათ, შეგიძლიათ ჩაუჯდეთ საიტს. პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია (ტანსაცმელსა და ფეხსაცმელთან ერთად ჭურჭელი, ტექნიკა, მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ.). მაგრამ ძალიან მოუხერხებელი ძიების სისტემით. არეულდარეული საიტია, ზოგ ფეხსაცმელს ზომა არ აწერია, ზოგს ფასი. ოპერატორებთან დაკავშირებაც პრობლემაა. Salamander.ge – ფეხსაცმელების მაღაზიას ვებსაიტიც აქვს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია პროდუქციაზე, ფასდაკლებებზე და ა.შ. Baldi.ge – ბალდის მაღაზიის ვებსაიტი, სადაც ფეხსაცმელებთან, ფასდაკლებებთან ერთად ბევრ სხვა რამესაც ნახავთ (ტანსაცმელი, აქსესუარები, ჩანთები და ა.შ.). Price.ge – აქ შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან, ასევე ტექნიკა, ავეჯი, სპორტული აქსესუარები და ა.შ. სიაში არ შევიყვანე, მაგალითად, H&M და კოტონი, რომელთაც არ აქვთ დამოუკიდებელი ვებგვერდები საქართველოსთვის. ამ ჩამონათვალის გარდა ინტერნეტში შეიძლება კიდევ იყოს წარმოდგენილი ფეხსაცმელების სხვა მაღაზიებიც. შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ შესაბამისი ლინკები. ბედნიერ შოპინგს გისურვებთ. SHARE THIS: * Reddit * Facebook * Twitter * LinkedIn * Email * Tumblr * Pinterest * Like Loading... * Posted in ადანდალი * Tagged ონლაინ შოპინგი, ფეხსაცმელებზე ფასდაკლებები, ფეხსაცმელი * Leave a comment September 8, 2019 ᲡᲢᲘᲞᲔᲜᲓᲘᲔᲑᲘᲡ ᲙᲐᲢᲐᲚᲝᲒᲘ. ᲜᲐᲬᲘᲚᲘ I i 1 Votes თუ გჭირდებათ დახმარება: * სამოტივაციო წერილის დაწერაში * CV შედგენაში * სარეკომენდაციო წერილის დაწერაში * უნივერსიტეტის ან სხვა სასწავლო პროგრამის შერჩევაში * საუნივერსიტეტო აპლიკაციის შევსებაში ან სხვა დოკუმენტის შედგენაში დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591077488 მომსახურება იქნება ფასიანი ————— ინფორმაცია მოცემულია 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით. კატალოგში ინფორმაციის დამატება ან შეცვლა აღარ მოხდება. ამ ნაწილში მოცემულია სტიპენდიები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. თუ დროთა განმავლობაში რომელიმე ლინკი აღარ იმუშავებს, დაგუგლეთ სტიპენდიის სახელი და ამგვარად გადადით მის დეტალებზე. წარმატებას გისურვებთ. სარჩევი: 1. გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (UGRAD) (ბაკალავრიატი. აშშ) 2. Reach Oxford Scholarship (ბაკალავრიატი. დიდი ბრიტანეთი) 3. ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდიის პროგრამა (აშშ) 4. კემბრიჯის სტიპენდიები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. დიდი ბრიტანეთი) 5. ბირმინჰემის უნივერსიტეტის სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. დიდი ბრიტანეთი) 6. Vice-Chancellor’s Scholarship for Research Excellence (International) (მაგისტრატურა, დოქტორანტურა. დიდი ბრიტანეთი) 7. Wells Mountain Foundation (ბაკალავრიატი. განვითარებადი ქვეყნები) 8. Westminster International Scholarships (დიდი ბრიტანეთი) 9. პროფესიული პრაქტიკის პროგრამა შეერთებულ შტატებში (აშშ) 10. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) (აშშ) 11. გეიტსის კემბრიჯის სტიპენდია (დიდი ბრიტანეთი) 12. ჩივნინგის სტიპენდია (მაგისტრატურა. დიდი ბრიტანეთი) ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲒᲐᲪᲕᲚᲘᲗᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ (UGRAD) გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (UGRAD) წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას. სტუდენტური პროგრამა საშუალებას აძლევს ბაკალავრიატის სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე. პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს შემდეგს: * მხარდაჭერას აშშ J-1 ვიზის მისაღებად; * მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან; * ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის პერიოდში; * უნივერსიტეტში სწავლების საფასურს და სხვა სავალდებული საუნივერსიტეტო ხარჯებს; * თანხას წიგნების შესაძენად; * ყოველთვიურ სტიპენდიას; * სამედიცინო დაზღვევას; დამატებითი დეტალებისა და ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს. SHARE THIS: * Reddit * Facebook * Twitter * LinkedIn * Email * Tumblr * Pinterest * Like Loading... Pages: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 * Posted in სწავლა საზღვარგარეთ * Tagged გაცვლითი პროგრამა, გეიტსის კემბრიჯის სტიპენდია, კვლევითი სტიპენდია საზღვარგარეთ, მაგისტრატურა საზღვარგარეთ, პეოფესიული პრაქტიკის პროგრამა შეერთებულ შტატებში, როგორ მოვიპოვოთ სტიპენდია, საერთაშორისო სტიპენდია, სტიპენდია ბრიტანეთში, სტიპენდია დოქტორანტურისთვის, სწავლა საზღვარგარეთ * 1 Comment August 11, 2019 ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲑᲠᲘᲢᲐᲜᲔᲗᲨᲘ – ᲡᲐᲕᲘᲖᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲓᲣᲠᲔᲑᲘ i 1 Votes თუ გჭირდებათ დახმარება: * სამოტივაციო წერილის დაწერაში * CV შედგენაში * სარეკომენდაციო წერილის დაწერაში * უნივერსიტეტის ან სხვა სასწავლო პროგრამის შერჩევაში * საუნივერსიტეტო აპლიკაციის შევსებაში ან სხვა დოკუმენტის შედგენაში დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591077488 მომსახურება იქნება ფასიანი ————– დიდი ბრიტანეთის სტუდენტური (და სხვა ტიპის) ვიზისათვის საბუთების ჩაბარება ხდება თბილისში, ბესიკის ქ. #4-ში მდებარე UK Visa Application Center-ში. საბუთები გადაწყვეტილების მისაღებად იგზავნება თურქეთში, ქ. სტამბულში არსებულ ბრიტანეთის საკონსულოში. განსახილველად და პასუხისათვის საჭიროა საშუალოდ 15 სამუშაო დღე. სტუდენტური ვიზისათვის ავსებთ tier 4 განაცხადს. რა გჭირდებათ ბრიტანეთის სტუდენტური ვიზის მისაღებად? * აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეთ ინგლისური ენის ცოდნის კრიტერიუმებს * სავიზო განაცხადის შევსებამდე მიღებული გქონდეთ ე.წ. CAS (Confirmation of Acceptance of Study), რომელსაც გასცემს სასწავლებელი უპირობო ჩარიცხვის (unconditional Offer) შემთხვევაში. CAS ნომერის გარეშე შეუძლებელია სავიზო განაცხადის შევსება. CAS მისაღებად შეფასება ხდება 40-ქულიანი სისტემით, სადაც 30 ქულა მოდის ფინანსურ მხარეზე (გაქვთ თუ არა საკმარისი თანხა კურსის გადასახადისა და საცხოვრებლისთვის), 10 ქულა – მოტივაციასა და მზაობაზე ამ კურსის გასავლელად. CAS გაცემა ხდება სწავლის დაწყებამდე 3 თვით ადრე. SHARE THIS: * Reddit * Facebook * Twitter * LinkedIn * Email * Tumblr * Pinterest * Like Loading... Pages: 1 2 3 4 * Posted in სწავლა საზღვარგარეთ * Tagged ბრიტანეთის სტუდენტური ვიზა, გაცვლითი პროგრამა, სავიზო განაცხადის შევსება, სტიპენდია, სტუდენტური ვიზა, სწავლა ბრიტანეთში, სწავლა საზღვარგარეთ, tier 4 ვიზა * Leave a comment February 27, 2019 ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲠᲒᲐᲠᲔᲗ: ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ i 1 Votes თუ გჭირდებათ დახმარება: * სამოტივაციო წერილის დაწერაში * CV შედგენაში * სარეკომენდაციო წერილის დაწერაში * უნივერსიტეტის ან სხვა სასწავლო პროგრამის შერჩევაში * საუნივერსიტეტო აპლიკაციის შევსებაში ან სხვა დოკუმენტის შედგენაში დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591077488 მომსახურება იქნება ფასიანი საზღვარგარეთ სწავლისთვის მომზადებას ვინც იწყებს, პირველივე დღიდანვე უამრავი კითხვა ებადება. ქვემოთ მოცემულია პასუხები იმ საკითხებზე, რასაც ყველაზე ხშირად კითხულობენ: * რა კრიტერიტუმებით ხდება საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა? ზოგი უნივერსიტეტის ან პროგრამის ოფიციალურ საიტზე მოცემულია მინიმალური მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომელსაც აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ. ეს შეიძლება იყოს: * აკადემიური მოსწრება და მიღწევები * ინტერესები კონკრეტული დარგის მიმართულებით * მოტივაცია და ხედვა * არააკადემიური აქტივოებები (როგორიცაა, მაგალითად, სხვადახვა ღონისძიებებში მონაწილეობა, სემინარები და კონფერენციები, ორგანიზაციების წევრობა, ჯილდოები, ლიდერობის მაგალითები და ა.შ.). * სამუშაო გამოცდილება * სტუდენტის პოტენციალი და ა.შ. ჩარიცხვა შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა ფაქტორებზეც, როგორიცაა სხვა კანდიდატების მონაცემები და მიღწევები, აპლიკაციების საერთო რაოდენობა და ა.შ. ხშირად 15-20 ადგილზე მისაღებად 1000-ზე მეტი განაცხადი შედის, ამიტომ მისი ყველა კომპონენტისთვის დიდი ყურადღების დათმობაა საჭირო. * რომელი ტესტები ჩავაბარო? ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის აუცილებელია TOEFL ან IELTS (აკადემიური) ჩაბარება, თუ უნივერსიტეტის მიერ სხვა ტესტიც არ არის განსაზღვრული. * TOEFL ჩავაბარო თუ IELTS? რა განსხვავებაა მათ შორის? დეტალური პასუხისთვის წაიკითხეთ ეს პოსტი და თავად მიიღეთ გადაწყვეტილება. * IELTS/TOEFL-ის ქულა მაქვს X და მიმიღებენ? უნივერსიტეტში ჩასარიცხად მხოლოდ ტესტის ქულა არ არის საკმარისი. მიმღები კომისიის წევრები გადაწყვეტილებას იღებენ კომპლექსურად, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. სტუდენტი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ამ კონკრეტული უნივერსიტეტის/პროგრამის ენის ტესტის მინიმალურ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენციას ვერ გაუძლებს. თუმცა, ზოგჯერ არის გამონაკლისი შემთხვევები: * ზოგი უნივერსიტეტი კანდიდატებს სთავაზობს შიდა ენის ტესტის ჩაბარებას, რომლის შედეგების გამოყენება შეგეძლებათ მხოლოდ იმ კონკრეტული უნივერსიტეტისთვის. * ტესტის დაბალი ქულის შემთხვევაში, შესაძლოა უნივერსიტეტმა მოგცეთ გარკვეული ვადა მის გადასაბარებლად. * ასევე შესაძლებელია, რომ დაბალი ქულის შემთხვევაში უნივერსიტეტმა/პროგრამამ შემოგთავაზოთ რამდენიმეკვირიაი ინგლისურის კურსის გავლა საკუთარ ბაზაზე, სწავლის დაწყებამდე. თითოეული ეს შესაძლებლობა გადაამოწმეთ ოფიციალურ ვებსაიტებზე და/ან უნივერსიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელთან. * ჩემს TOEFL/IELTS ვადა გაუვიდა და თავიდან მომიწევს აღება? დიახ, ტესტი თავიდან უნდა ჩააბაროთ. უნივერსიტეტები არ იღებენ ვადაგასულ შედეგებს. * შეიძლება თუ არა TOEFL/IELTS-ის ჩაბარების გარეშე უნივერსიტეტში მოხვედრა? ეს შესაძლებელია რიგ შემთხვევებში: – თუ დამთავრებული გაქვთ ინგლისურ ენაზე უნივერსიტეტი ან სკოლა და შეგიძლიათ ამის დოკუმენტურად დადასტურება; – თუ ჩაბარებული გაქვთ უნივერსიტეტის მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო ტესტი, მაგალითად: PTE, FCE ან სხვა რამ. ეს დეტალი აუცილებლად მითითებული იქნება უნივერსიტეტის ვებსაიტზე. – თუ ჩააბარებთ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ენის ტესტს. მაგალითად, ტალინის უნივერსიტეტი საქართველოში ყოველწლიურად აწყობდა ინგლისური ენის ტესტს, რომლის ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტები თავისუფლდებოდნენ TOEFL/IELTS- ის გაგზავნის ვალდებულებისგან. ეს შესაძლებლობაც აუცილებლად მოცემული იქნება უნივერსიტეტის/პროგრამის ოფიციალურ ვებსაიტზე. * ცუდი ნიშნები მყავს და მიმიღებენ? რთული სათქმელია. ნიშნები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ზოგადად, უნივერსიტეტს და პროგრამას გააჩნია. ზოგიერთ მათგანს აქვს მინიმალური მოთხოვნები (მაგალითად, GPA 3.0 და ზემოთ). თუ ამას ვერ აკმაყოფილებთ და მაინც ძალიან გსურთ კონკურსში მონაწილეობა, ძალიან კარგად უნდა ახსნათ, თუ რატომ ღირს თქვენი მიღება და გამოკვეთოთ რა გაქვთ ცუდი ქულების საპირწონედ. * ყველა უნივერსიტეტი ერთ ქულას ითხოვს? – უნივერსიტეტებს და პროგრამებს შეიძლება ჰქონდეთ მინიმალური ქულის სხვადასხვა მოთხოვნა, ეს აუცილებლად იქნება მოცემული მათ ოფიციალურ ვებსაიტზე. რაც უფრო მაღალია თქვენი აკადემიური მიღწევები, მეტად კონკურენტუნარიანი იქნებით. * ვინ შეიძლება იყოს რეკომენდატორი? რეკომენდაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. * რა პროცედურების გავლაა საჭირო ევროპული უნივერსიტეტის ბაკალავრიატში ჩასარიცხად? ზოგადი მოთხოვნების, საბუთების ჩამონათვალის შესახებ იხილეთ ეს პოსტი. (სწავლა საზღვარგარეთ – როგორ დავიწყოთ). შესაძლებელია კონკრეტულ ქვეყანას ან უნივერსიტეტს ჰქონდეს განსხვავებული მოთხოვნები (საბუთების აპოსტილით დამოწმება, სკოლის ნიშნების გაგზავნა, დამატებითი გამოცდის ჩაბარება და ა.შ.). საბუთების მომზადება დაიწყეთ ოფიციალურ ვებსაიტზე მოცემული სიის შესაბამისად. * შეიძლება თუ არა ქართული დიპლომით უცხოეთის უნივერსიტეტში ჩაბარება? – რა თქმა უნდა შეიძლება. ზოგი ქვეყანა/უნივერსიტეტი მოითხოვს დიპლომის აღიარებას და თავისივე ვებსაიტზე აქვს გამოქვეყნებული ამისათვის საჭირო პროცედურები და ვადები. * შესაძლებელია თუ არა, რომ საზღვარგარეთ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდი სამუშაოდ დავრჩე? დიახ, შესაძლებელია. ყველა ქვეყანას თავისი რეგულაცია და პროცედურები გააჩნია, ამიტომ გაეცანით იმ ქვეყნის კანონებს, სადაც სწავლობთ ან სწავლას აპირებთ. * ბაკალავრიატი დამთავრებული მაქვს X მიმართულებით, სურვილი მაქვს სწავლა გავაგრძელო Y სპეციალობაზე. როგორია ჩემი ჩაირცხვის შანსები? გააჩნია სპეციალობებს და უნივერსიტეტის პოლიტიკას. ზოგი უნივერსიტეტი, კარგი დასაბუთების და/ან შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების შემთხვევაში უფლებას მოგცემთ ჩააბაროთ სასურველ სპეციალობაზე. თუმცა, ეს არ უნდა იყოს ძალიან განსხვავებული პროფესიები. უმეტესობა მაინც უპირატესობას ანიჭებს ერთი და იმავე დარგში სწავლის გაგრძელებას, ითხოვს ამ მიმართულებით გავლილი საგნების გარკვეულ საათებს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით უნივერსიტეტს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე და ჰკითხეთ, რამდენად შესაძლებელია მათთან ამის გაკეთება. სპეციალობის შეცვლის შემთხვევაში ძალიან კარგი არგუმენტაციაა საჭირო. * როგორ ავირჩიო უნივერსიტეტი? პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეთ რა გსურთ – რა კონკრეტული სპეციალობა, სად. როგორ გარემოში სწავლა, რომელ ქვეყანაში, როგორ უნივერსიტეტში. პრიორიტეტების განსაზღვრასთან ერთად გაეცანით ამ ინფორმაციასაც: როგორ შევარჩიოთ უნივერსიტეტი. * ჯერ საქართველოში უნდა ჩავაბარო მაგისტრატურაში და შემდეგ უნდა მივიღო მონაწილეობა უცხოურ პროგრამებში? – შეგიძლიათ ჯერ საქართველოში ჩააბაროთ მაგისტრატურაში და შემდეგ გაცვლითი სემესტრით გაემგზავროთ რომელიმე უნივერსიტეტში. ამ პროგრამებისა და პარტნიორების ჩამონათვალი მოცემული იქნება თქვენი უნივერსიტეტის ვებსაიტზე. შემდეგ დაბრუნდებით და სწავლას დაამთავრებთ საქართველოში. – ასევე შეგიძლიათ პირდაპირ უცხოეთის უნივერსიტეტში ჩააბაროთ სასურველ სპეციალობაზე, შერჩეულ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში მიიღებთ უცხოურ დიპლომს. * მინდა, მაგისტრატურა გავიარო უცხოეთში. შემიძლია თუ არა დაფინანსების მიღება რომელიმე ქვეყანაში სწავლისთვის? საერთაშორისო სტუდენტებისთვის არსებობს ბევრი სტიპენდია, რომელიც სწავლას და ცხოვრებას აფინანსებს ნაწილობრივ ან მთლიანად. ამისათვის უნდა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ მოთხოვნებს და გაიაროთ კონკურსის რამდენიმე ეტაპი. * X წლის ვარ და მაგისტრატურაზე ჩაბარება დაგვიანებულია? (განსაკუთრებით 25+ ადამიანები კითხულობენ ამას). გამონაკლისების გარდა, უნივერსიტეტებს არ აქვთ ასაკობრივი შეზღუდვა, ასე რომ შეგიძლიათ თამამად გაგზავნოთ განაცხადები. სწავლა არასოდესაა გვიან. * რას ნიშნავს უპირობო ჩარიცხვა? უპირობო ჩარიცხვა ნიშნავს, რომ თქვენ მთლიანად აკმაყოფილებთ უნივერსიტეტის მოთხოვნებს და მიგიღეს. თუ რომელიმე კომპონენტში სუსტია აპლიკაცია, მაგრამ უნივერსიტეტს მაინც აინტერესებს კანდიდატი, ამ შემთხვევაში ხდება “პირობითი ჩარიცხვის” (conditional offer) საბუთის გამოშვება. კანდიდატს მოეთხოვება ამ ხარვეზის აღმოფხვრა (მაგალითად, ენის ტესტის ჩაბარება უფრო მაღალ ქულაზე, სარეკომენდაციო წერილის გაგზავნა და ა.შ.). SHARE THIS: * Reddit * Facebook * Twitter * LinkedIn * Email * Tumblr * Pinterest * Like Loading... * Posted in სწავლა საზღვარგარეთ * Tagged მაგისტრატურა ამერიკაში, მაგისტრატურა საზღვარგარეთ, საზღვარგარეთ ცხოვრება, სამაგისტრო პროგრამა, სწავლა საზღვარგარეთ * Leave a comment November 23, 2018 ᲓᲘᲔᲒᲝ ᲓᲐ ᲤᲠᲘᲓᲐ i 1 Votes როცა გამოფენაზე მივდიოდი, რატომღაც მეგონა, ეს იქნებოდა ძალიან ფერადი და დინამიური გამოფენა, სადაც ვნახავდი ამ საოცარი ქალის ბობოქარი ცხოვრების ამსახველ კადრებს; რომ ფოტოებიდან წამოვიდოდა ცოცხალი ემოცია, ფრიდას ენერგია, ბრძოლისუნარიანობა და მგზნებარება. ფეისბუქზე დადებულ განცხადებაშიც ხომ გვამცნობდნენ, რომ ეს იქნებოდა დიეგოსა და ფრიდას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა. იმედი მწარედ გამიცრუვდა: დამხვდა 4 კედელს შორის გამოკეტილი შავთეთრი ფოტოები – დიეგო და ფრიდა. ფრიდა და დიეგო. მათი ცხოვრება – დაბადებიდან სიკვდილამდე. ფრიდა დიეგოსთან ერთად და დიეგო – ფირდასთან ერთად. ფრიდა ჭრელ კაბებში, ფრიდა სკამზე, ფრიდა მუშაობის დროს… ფოტოებზე ეს ორი ერთად იყო და ამავე დროს ძალიან მარტოსული ჩანდა – მეგობრების, თანამოაზრეების გარეშე. ყოველ შემდეგ ფოტოზე დიეგო თანდათან ბერდებოდა და კიდევ უფრო სუქდებოდა; ფრიდას სულერთია გამომეტყველებაც იშვიათად იცვლებოდა. შემთხვევით ვიზიტორს შეიძლება იგი ძალიან სწორხაზოვან, გულგრილ და სტატიკურ ადამიანად ჩაეთვალა. გამოფენაზე საერთოდ არ იგრძნობოდა შემოქმედება და გამოწვევები, რომლებსაც ეს წყვილი უგზვნიდა ხელოვნების სამყაროს, ერთმანეთს, და თუნდაც ჩვენს თანამედროვეებს. არ ჩანდა მათი ხასიათი, იდეები. პაწაწინა ფოტოებს მოკლე, მშრალი საინფორმაციო წარწერები ჰქონდა – რისი წაკითხვაც ინტერნეტშიც შეიძლებოდა. ერთადერთ ფერად, “ფრიდას სტილის” კუთხეში გამოყენებულ ხალიჩას რატომღაც ქართული წარწერები ამშვენებდა. ეს კი ამ ერთადერთი ჭრელი ადგილის “მექსიკურობის” შეგრძნებასაც აქარწყლებდა. თუმცა საწოლზე დადებული სარკე სელფების მოყვარულებისთვის ნამდვილი განძი გამოდგა – ვისაც არ ეზარებოდა მის წინ მობილურს ყველა აჩხაკუნებდა. მოკლედ, ძალიან უფერული გამოფენა აღმოჩნდა. ძალიან სასაცილოა, რომ “საზოგადოების დიდი ინტერესის გამო” იგი დაგეგმილზე დიდხანს, 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. SHARE THIS: * Reddit * Facebook * Twitter * LinkedIn * Email * Tumblr * Pinterest * Like Loading... * Posted in ადანდალი * Tagged დიეგო და ფრიდა, ფემინიზმი, ფრიდა კალო * 2 Comments October 13, 2018 ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲪᲔᲜᲢᲠᲘᲡ ᲡᲢᲘᲞᲔᲜᲓᲘᲐ ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲠᲒᲐᲠᲔᲗ ᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ i 1 Votes განათლების საერთაშორისო ცენტრი სამთავრობო ინსტიტუტია, რომელიც გასცემს საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას საზღვარგარეთ სასწავლებლად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე ახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და რიგი სხვა სტიპენდიების ადმინისტრირებას. მაგისტრატურის დაფინანსებისათვის საბუთების შეტანა შეუძლია 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეს. ცენტრის მთავარი მოთხოვნაა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტი დაბრუნდეს საქართველოში და აქ იმუშაოს შესაბამის ორგანიზაციაში 3 წლის განმავლობაში. ასე რომ თუ ქვეყანაში დაბრუნებას არ გეგმავთ, სჯობია მას არ მიმართოთ. ᲡᲐᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ ᲛᲝᲘᲪᲐᲕᲡ 3 ᲔᲢᲐᲞᲡ: * საბუთების ატვირთვა ონლაინ. ცენტრის წარმომადგენლები ამოწმებენ მათ და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში (მაგალითად, თუ რომელიმე დოკუმენტი აკლია), ცენტრის წარმომადგენელი გიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებას ან გირეკავთ და გთხოვთ დადგენილ ვადაში მის გამოსწორებას. * მეორე ეტაპზე ხდება საბუთების შინაარსობრივი შეფასება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. დადგენილია გამსვლელი ქულა მიმართულებების მიხედვით. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს შემდეგს: განათლება, გამოცდილება, მოტივაცია, სამომავლო გეგმები და განაცხადის საერთო სიძლიერე. * მესამე ეტაპზე ხდება გასაუბრება სტიპენდიის კანდიდატებთან. ამ შემთხვევაში კანდიდატი გადის კომისიის წინაშე, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში კითხვებს უსვამს და აფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: განათლება და გამოცდილება; მოტივაცია და არგუმენტაცია; პრეზენტაბელურობა; სამომავლო გეგმები; სასტიპენდიო პროგრამის მიზნებთან კონკურსანტის შესაბამისობა. Continue reading → SHARE THIS: * Reddit * Facebook * Twitter * LinkedIn * Email * Tumblr * Pinterest * Like Loading... * Posted in სწავლა საზღვარგარეთ * Tagged აპლიკაცია, განათლების დაფინანსება, განათლების საერთაშორისო ცენტრი, მაგისტრატურა, მაგისტრატურა ამერიკაში, მაგისტრატურა საზღვარგარეთ, პრეზიდენტის სტიპენდია, პრეზიდენტის ფონდი, სააპლიკაციო დოკუმენტები, სასწავლო გრანტი, სტიპენდია, სწავლა ბრიტენეთში, სწავლა საზღვარგარეთ, სწავლის დაფინანსება * Leave a comment POST NAVIGATION ← Older posts SUBSCRIBE TO BLOG VIA EMAIL Enter your email address to subscribe to this blog and receive notifications of new posts by email. Email Address: Subscribe Join 186 other subscribers Search for: RECENT COMMENTS სწავლა საზღვარგარეთ:… on სწავლა საზღვარგარეთ: როგორ…სწავლა საზღვარგარეთ:… on როგორ დავწეროთ სარეკომენდაციო…სწავლა საზღვარგარეთ:… on TOEFL iBT თუ EILTS?Administrator on სწავლა საზღვარგარეთ: როგორ…Tako on სწავლა საზღვარგარეთ: როგორ…lika khunchukashvili on რელიგია, სახელმწიფო და სა…ლელა on ინგლისურის უფასო ტესტები TOP POSTS * ადგილები ერთდღიანი გასვლებისთვის * Toefl iBT-ისთვის ონლაინ რეგისტრაცია * როგორ დავწეროთ სარეკომენდაციო წერილი * სტიპენდიების კატალოგი. ნაწილი 2 * სერვიზი/სერვისი * რა უნდა ვიცოდეთ power bank-ის შესახებ * როგორ გავაკეთოთ ბავშვები * საუკუნის სიმბოლო - შესაცვლელია * როგორ შევარჩიოთ უნივერსიტეტი * სწავლა საზღვარგარეთ: როგორ დავიწყოთ CATEGORIES * ადანდალი (140) * ბრაიან ტრეისი (25) * განცხადებები (63) * დაკარგული საზოგადოება (9) * მოგზაურობა (21) * საჯარო გამოსვლა (6) * სწავლა საზღვარგარეთ (72) * ფოტოგრაფია (5) * ყვითელი ისტორიები (9) * წარმატების გასაღები (46) * Competitions (1) * Litera (7) * Made In USA (32) * Sponge Bob (13) * Toefl (5) ᲐᲠᲥᲘᲕᲘ არქივი Select Month December 2023 (1) September 2023 (1) July 2023 (1) July 2020 (1) June 2020 (1) September 2019 (1) August 2019 (1) February 2019 (1) November 2018 (1) October 2018 (1) January 2018 (1) December 2017 (1) November 2017 (1) September 2017 (1) August 2017 (3) July 2017 (1) June 2017 (2) February 2017 (1) January 2017 (4) November 2016 (1) October 2016 (1) August 2016 (2) July 2016 (1) May 2016 (4) April 2016 (1) February 2016 (1) December 2015 (1) October 2015 (1) August 2015 (1) July 2015 (3) June 2015 (2) May 2015 (3) April 2015 (1) March 2015 (1) January 2015 (3) December 2014 (1) November 2014 (1) October 2014 (3) September 2014 (1) August 2014 (5) July 2014 (2) June 2014 (5) May 2014 (1) April 2014 (1) March 2014 (1) February 2014 (2) January 2014 (5) November 2013 (5) October 2013 (3) September 2013 (3) July 2013 (3) May 2013 (3) April 2013 (2) March 2013 (6) February 2013 (3) December 2012 (3) November 2012 (5) October 2012 (4) September 2012 (6) August 2012 (5) July 2012 (3) June 2012 (1) May 2012 (9) April 2012 (3) March 2012 (3) February 2012 (8) January 2012 (6) December 2011 (6) November 2011 (7) October 2011 (8) September 2011 (6) August 2011 (1) June 2011 (6) May 2011 (5) April 2011 (7) March 2011 (7) February 2011 (12) January 2011 (13) December 2010 (8) November 2010 (10) October 2010 (7) September 2010 (11) August 2010 (15) July 2010 (13) June 2010 (33) May 2010 (21) April 2010 (5) March 2010 (9) February 2010 (7) December 2009 (1) November 2009 (5) October 2009 (1) August 2009 (1) July 2009 (3) May 2009 (2) BLOGROLL * "არ წაიკითხო" * 1myway1's Blog * 911emergency's Blog * Akaki Sanadze's Blog * აივ დადებითი * არილი * ბერტყვი * ბლოგი სამართლის თემებზე * ბლოგი ფოტოგრაფიასა და ლაშქრობაზე * ბოცმანი * განათლების ძიებაში * გივის დაუსრულებელი ბლოგი * გიორგი მანასიანი * გორგილაძის ბლოგი * დიაოხი * დღეს რა ვჭამოთ * ელწიგნები ქართულად * ელწიგნების საიტების კატალოგი * ვერძეულის ბლოგი * თავისუფალი სიტყვის ბლოგი * თეა'ს ბლოგი * იაპონია * კიბერ თეატრი Cyber Theatre * ლელის ელექტრონული ბიბლიოთეკა * მამუკა ექიმის ბლოგი * მაწაკური (და არა მხოლოდ) ამბები * მეგი კავთუაშვილის ბლოგი * მურიკოს ბლოგი * ნინას ბლოგი * ორგანიზაციის განვითარების კლინიკა * პავლე თვალიაშვილისგან * პოტერვიკია * რამაზ გიგაურის ვირტუალური ასტროლოგიური კაბინეტი * საბჭოთა მეანაბრის ბლოგი * სამკაულები, აქსესუარები, ქსოვა… * სუფიზმი საქართველოში * უმუშევრის დღიური * უფასო ელ.წიგნების ბიბლიოთეკა * უფასო ელექტრონული წიგნები * უცხოგრაფი * ფეშენმაზერების დღიური – ღაღადი მოდაზე! * ქიტესა * ყლეზემკიდიათა ბლოგი * ჩემი მეტაფიზიკური დღიური * ჩემი უბრალო ბლოგი * ჩვენ და უმცირესობები * C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ… * chvenijgufi412 * cineyema * Digital Photography School * Do I live in a GOOD world or a BAD world? * Double Illusion * DrWolski ექიმი გირჩევთ * E MI RICORDO და მე ვიხსენებ . . . * Elementary Photography * experti.ge დავით გამცემლიძე * find yourself * Georgian Free Books * Georgian Students' Association in Austria * GRISHMISHA sяПНvn * gurjiblog * hexe's parrot * http://annahemi.wordpress.com/ * http://doin.ge/ * https://peacefellow.wordpress.com/ * https://shalikone.wordpress.com/ * https://smallpieceofhappiness.com/ * Interior Design – My bigget passion * International Conflict Resolution * Journey to USA * KALATOZISHVILI * Ketusi's Blog * Lado Chalatashvili * Lasharela.com * Mar Vikernes * Mariefille's Blog * MASH16NEWS * NATALIE SAGINASHVILI * Natia Rekhviashvili photoblog * otarkochoradze * Practical Wanderlust – Lia and Jeremy travel blog * Simulated World * SUNNY WORLD * Tamo's Blog * The Second Transition * Will' McInerney * Zigota on Wordpress TRAVEL * Love and Road * Travel Fashion Girl META * Register * Log in * Entries feed * Comments feed * WordPress.com Follow this blog MY TWEETS BLOG STATS * 611,189 hits Create a free website or blog at WordPress.com. Gijmaj-Press Blog at WordPress.com. * Subscribe Subscribed * Gijmaj-Press Join 186 other subscribers Sign me up * Already have a WordPress.com account? Log in now. * Privacy * * Gijmaj-Press * Customize * Subscribe Subscribed * Sign up * Log in * Report this content * View site in Reader * Manage subscriptions * Collapse this bar Loading Comments... Write a Comment... Email (Required) Name (Required) Website %d